“იქნებ იცით ვინმემ ფეისბუქის პაროლი…“ – რას უწერენ GEM FEST-ზე გარდაცვლილ გოგოს ფეისბუქზე

4 აგვისტოს გამთენიისას, “ჯემფესტიდან“ ზუგდიდის საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი გოგო ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელი ტოქსიკური ნივთიერების მოხმარება გახდა.
შემთხვევას საზოგადეობაში აზრთა სხვადასხვაობნა მოჰყვა.

ნახეთ რას წერენ გოგო ფეისბუქ გვერდზე მისი ნაცნობები თუ უცნობები:

“ეს ყველას ტრაგედიააა! ვიზიარებ და ვუსამძიმრებ ყველას! საუკუნო ცხონება შენ ლამაზ სულს“;

“რატო! რატო! ვიღაცამ ჩაუყარა რაღაცა… ეს გოგო არ არის ის რამე ემაიმუნა…“;

“ტალახი იმან ესროლოს ნათიას ვისაც მაგაზე სუფთა გაქვთ ხელები! უმაგრესი დედის გაზრდილი უმაგრესი შვილი და ადამიანი იყო! ვინც ოჯახს ვიცნობთ ყველა დამეთანხმება და ვინც არ იცნობთ საკუთარ თავებს ეცით პატივი! და გახსოვდეთ ეს სიბინძურე შეიზლება ჭირისუფალმა და გულგახეთქილმა დედამ ნახოს! 22 წლის ანგელიზი გოგო წავიდა ამ ქვეყნიდან რა მიზეზი არ მგონია გასარჩევი იყოს და მითუმეტეს უცხოების!“;

“უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი,ვუსამძიმრებ მის ოჯახს,გამძლეობა მისცეს ღმერთმა რათა აიტანოს ის ტკივილი რომელიც დღეს აქვთ, მწარეა საყვარელი ადამიანის დაკარგვა“;

“მომისმინეთ ეხლა, ადამიანი დაიღუპა და აქ კამათის ადგილი არ არის! დაიტოვეთ თქვენი მოსაზრებები თქვენთვის, არავინ არ არის დაზღვეული იმისგან რომ თქვენი ახლობელი ან თუნდაც თქვენ გასინჯავთ რაიმე ნარკოტიკს და რაღაც მოგივათ, არ აქვს მნიშვნელობა ეს რაიმე ფესტივალზე იქნება თუ სახლში, ძალიან სამწუხარო ამბავია და პირველ რიგში ყველა თავის თავზეა პასუხისმგებელი და საკუთარ თავს უნდა მოუფრთხილდეს სადაც არ უნდა იყოს, დამნაშავეები კი უნდა დაისაჯონ რათქმაუნდა. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“;

“ასეთი ახალგაზრდები რატომ არ უფრთხილდებით სიცოცხლეს რატომ? თავი არ გეცოდებათ? საწყალი გოგო, რა ლამაზია… ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“;

“ამ გოგოს მეგობრებო,იქნებ იცით ვინმემ ფეისბუქის პაროლი და შედით და გამორთეთ ეს კომენტარების დაწერა ყველას რომ შეუძლია. გთხოვთ, ისეთებს წერენ, ცოდოა…“.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი თევზი – საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდა ამოიღო