„იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“ – ცესკო-ს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია გამართეს

„იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“ – საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმებისკენ მოუწოდებს.

საინფორმაციო კამპანია ცესკო-ს წარმომადგენლებმა რუსთაველის მეტროსთან გამართეს.

ინფორმაციის მიწოდებისა და ბუკლეტების დარიგების გარდა, მათ მსურველებს სიაში საკუთარი თავის ადგილზე გადამოწმების საშუალებაც მისცეს, როგორც მობილურ ტელეფონებში, ცესკო-ს ვებგვერდზე, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია. ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემების გადამოწმება სპეციალური მობილური აპლიკაციით, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, ცესკო-ს ადაპტირებულ ვებგვერდზე, ცხელ ხაზზე ან საარჩევნო უბანზე შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაში„შენების მოძრაობამ“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატად გოჩა მეგრელიშვილი წარადგინა
შემდეგი სტატიასაუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სია