iPhone-ს კამერის კრიტიკული დეფექტი უპოვეს

Reddit-ის მომხმარებელმა, რომელიც teryakiwok-ის ნიკით არის დარეგისტრირებული, დაწერა, რომ მის ახალ iPhone 7 Plus-ის კამერას პრობლემები აქვს – წერს Ubergizmo.

მომხმარებლის თქმით, სმარტფონის კამერა უბრალოდ “მოკვდა”: “კამერის ” პროგრამა გავუშვი თუ არა, ეკრანი გაშავდა. ზოგჯერ იღებს ფოტოს, მაგრამ ან სულ მწვანე ფერია ან იასამნისფერი” – წერს teryakiwok-ი. მისი თქმით, როგორც კი კამერას ფოტოს გადაღების რეჟიმში გადაიყვან, ეკრანზე ეწერება, რომ სმარტფონი გადახურდა.
პოსტის ავტორმა ასევე დაწერა, რომ მსგავსი პრობლემების მქონე მომხმარებლებს დაუკავშირდა, რომლებმაც თქვეს, რომ სერვის-ცენტრში ის ადვილად გადაჭრეს.

banner
წინა სტატიაშიტრაგედიის შემდეგ ბერლინის საშობაო ბაზრობა ისევ გაიხსნა
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორი გიორგი გასვიანს: თქვენი საქმე ჩემს პირად კონტროლზეა აყვანილი