იოსებიძის ქუჩაზე “შირაქის პროდუქტის” ჯიხური გაქურდეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე შირაქის პროდუქტის ჯიხური გაქურდეს. გამყიდველის თქმით, წაღებულია ფული, მაგრამ არა დიდი რაოდენობით.

ქურდობა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, ვინაიდან ადგილზე არსებული სხვა სავაჭრო ჯიხურის გამყიდველის თქმით, დილით მისულს მაღაზია უკვე გაქურდული დახვდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. მათ მუშაობა უკვე დაასრულეს და განაცხადეს, რომ წაღებულია ღვინო, საღეჭი რეზინი და ხურდა ფული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე გირგვლიანების ოჯახს ბოდიშს უხდის
შემდეგი სტატიაეგეოსის ზღვამ თურქეთის სანაპიროზე 21 მიგრანტის ცხედარი გამორიყა