ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს ქართველმა სამართალდამცველებმა.

ოპერაცია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ეჭვმიტანილებს თურქეთის პოლიცია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარასა და თაღლითობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშივანში ათობით სახოვრებელი სახლი დაიტბორა
შემდეგი სტატიადღეს ვარშავაში ნატო-ს სამიტი გაიხსნება