ინტერნეტში კიდევ ერთი ჩანაწერი გავრცელდა

ინტერნეტში საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცლედა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ახვლედიანი ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოსა და ნინო გვენეტაძის შესახებ ესაუბრება.

მამუკა ახვლედიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სავარჯიშო ბალიშსა და უტვინოს უწოდებს.

“მეგონა, რომ რაღაცას არ გააფუჭებდა, ამას ვირის ჭკუაზე ნაკლები ტვინი უნდოდა”,- ამბობს ახვლედიანი გვენტაძეზე.

„სრული კოლაფსია, არ ყოფნის ხალხი, რომ საქმე, თითო კოლეგია შედგეს… ასეთი განუკითხაობა არასოდეს არ ყოფილა სასამართლოში… ისე ვარ ნიკა, რომ მართლა აღარ მინდა უკვე. მართლა რამე რომ მქონდეს, სადღაც რაღაცა გამაკეთებინა, რომ თავს ვუშველო, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, რომ წავალ იქედან ოჯახი მშიერი არ იქნება“, – ამბობს მამუკა ახვლედიანი.

“რა უნდა კაცო მაგის იმედს, ეს არ არის რთული”, – პასუხოსბ გვარამია.

banner
წინა სტატიაშიSOHR: რუსულმა თვითმფრინავებმა დაბობმეს ალეპოს 4 ჰოსპიტალი
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო