ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გზებზე შეზღუდვები ამ დრომდე შენარჩუნებულია

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო შეზღუდვებია დაწესებული მლეთა-კობის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტომობილების გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო ასევე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა ბულაჩაურთან, სადაც იწმინდება გზა და იყრება ტექნიკური მარილი.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის საწვრთნელ ცენტრში მოკლული გიგა შენგელიას მამა დღეს შემთხვევის ადგილს დაათვალიერებს
შემდეგი სტატია“რაც ნაკლებს მოიტყუება თავდაცვის სამინისტრო, კარგია” – გია ბარამიძე “კრწანისის” ინციდენტზე საუბრობს