ინსპექტორებმა პლასტმასის ბოთლების დაწვის გამო, ორი პირი დააჯარიმეს

ინსპექტორებმა ქვემო ქართლში, პლასტმასის ბოთლების დაწვის გამო, ორი პირი დააჯარიმეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.

„ მოქალაქეებმა რაშად ისმაილოვმა და მუსტაფა ნიკბახთმა ღია წესით დაწვეს მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენები, პლასტმასის ბოთლები, რეზინის ბრეზენტი და სხვა ელასტომერული ნარჩენები.

შედგა საჯარიმო ქვითარი-ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი. ჯარიმა განესაზღვრათ 500-500 ლარის ოდენობით”,- აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

banner
წინა სტატიაში,,მოაშორეთ უბორნია“ – წითელი ჯიხური ოზურგეთის ცენტრში
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ოპოზიციას და არასამთავრობოებს კონკრეტული მიმართულებით ფორმატის შექმნა შესთავაზა – ჩიხრაძე