,,ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე ჩაიბარა, სინამდვილეში დაუსრულებელია”

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ხარაგაულის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით პარლამენტში ბრიფინგი გამართა.

როგორც ბობოხიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, ხარაგაულის რაიონსა და სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ხელისუფლებამ უკვე ჩაიბარა, სინამდვილეში დაუსრულებელია. ბობოხიძის თქმით, ის გუშინ ხარაგაულში ირმა ნადირაშვილთან ერთად იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოებიც შეამოწმა.

“გუშინ ვიყავით ხარაგაულის რაიონში, სადაც გაკეთდა ხიდი, თუმცა მასთან მისასვლელი გზა არ არსებობს. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა
კულტურის ცენტრის გაკეთებაც, თუმცა შენობა აბსოლუტურად მოუწესრიგებელია და წყალი ჩამოდის. გაკეთებული პროექტების რიგშია ღობე, რომელიც 900 ლარი დაჯდა, თუმცა აღნიშნული ღობე რეალურად საერთოდ არ არსებობს. ხარაგაულის ერთ-ერთ რაიონში გაკეთდა წყლის საცავი, რომლის შედეგად სოფელი სასმელი წყლით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი, თუმცა ადგილობრივების თქმით, მათ წყალი ამ დრომდე არ მიეწოდებათ”, – აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი – რამდენადაც ვიცი, განცხადების გაკეთებისას გოგი თოფაძე რაღაც წყაროს ეყრდნობოდა
შემდეგი სტატიაეუთოს ცნობით, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხშირად ირღვევა