ინფრასტრუქტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კიდევ ერთ მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა.

ბეგიაშვილი მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2014 წლამდე კი ბიზნეს-სექტორში საქმიანობდა, მათ შორის PSP ჯგუფში, ქართულ-უკრაინულ ფარმაცევტულ კომპანია CU Pharma-ში და „თეგეტა მოტორსში“.

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველ მოადგილედ 4 აპრილს ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა, რომელიც გზების დეპარტამენტის უფროსის პოსტსაც ითავსებს.

ქარსელაძე „თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

banner
წინა სტატიაშიმშობლების მიმართ ძალადობა და მუქარა – ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაანაკლია-ზუგიდიდს გზაზე ევკალიპტებს და წიწვოვან ხეებს ჭრიან