ინფორმაციის ნაწილი შეიძლება ვერ გასაჯაროვდეს, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა არ არის დამაკმაყოფილებელი- ხოშტარია

თბილისში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს საპარლამენტო უმცირესობას. „ევროპული საქართველოს“ ერთ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე, მაგრამ არაფრის ცოდნა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის:

“აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე ორივე მხრიდან. ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს რომ ოპოზიციასთან კინკლაობის თემად გახადოს ეს და ოპოზიციაც ძალიან პასუხისმგბელობით უნდა ვიყოთ, რომ ქულების ჩაწერაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, მაგრამ კითხვები, რაც არის ძალიან ლეგიტიმური და საჭირო კითხვებია და უნდა გაეცეს პასუხი. ჯერჯერობით ფაქტები არ ვიცით იმისთვის, რომ გავაკეთოთ სათანადო შეფასება. რა ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ჯგუფი იყო, როგორ შემოვიდა ეს ჯგუფი, სამომავლოდ კიდევ რამე საფრთხე ხომ არ არის. რაღაცა ნაწილი ინფორმაციის შეიძლება ვერ გახდეს საჯარო უსაფრთხოების გამომწვევებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი არც საზოგადოებისთვის და არც მთლიანად ქვეყნისთვის” აცხადებს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიუნდა გასაჯაროვდეს ლიკვიდირებული და დაკავებული ადამიანების გვარები – დეკანოიძე
შემდეგი სტატიარას ნიშნავს პატრიარქის მოსაყდრის დასახელება