ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირები

 ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართაღიად და გამჭვირვალედ. პროცესს აკვირდებოდნენ 4 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე უშუალოდ ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრებისარჩევის მიმდინარეობას. ინფორმაცია დროებითი წევრების არჩევისა დასახელობითი კენჭისყრის შედეგების შესახებ ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით ცესკომ,არჩევნების დანიშვნისთანავე, 22 აგვისტოს გამოაცხადა 2 დღიანი კონკურსი დაშესაბამისი განკარგულება კონკურსის შესახებ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ცესკოს ვებგვერდზე . 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 134 განაცხადი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 38 (52%)საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდა მხოლოდ თითო კანდიდატი, 19 საარჩევნოოლქში – ორ-ორი (26%), ხოლო დანარჩენ 16 (22%) საარჩევნო ოლქში – სამი დამეტი კანდიდატი. კონკურსში 88 (66%) ქალი და 46 (34%) კაცი მონაწილეობდა, ხოლო არჩეულ იქნა -39 (53%) ქალი და 34 (47%) კაცი.აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 72-ს (99%) აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება,ხოლო მათ შორის 3 (4%) პირს – ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებში. მხოლოდ ერთი არჩეული წევრია ისეთი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო სფეროშიგამოცდილება, თუმცა ფლობს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატს, პროფესიით არის სამართალმცოდნე და 2017 წელს გაიარა ცესკოს ”საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები”.აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 43 (59%) მათგანს აქვს მხოლოდ პროფესიული ნიშნით არჩეული საარჩევნო ადმინისტრატორის გამოცდილება, ხოლო 30 (41%) არჩეული წევრი სხვადასხვა არჩევნებზე წარმოდგენილი იყო როგორც პარტიის მიერ ნომინირებული საარჩევნო მოხელემის: დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი, თბილისი 0131, საქართველო;ვებ-გვერდი: cesko.ge; ელ-ფოსტა: pr@cec.gov.ge; ტელ 2 51 00 51- 133
(იხილეთ პარტიების ჩამონათვალი1). ამასთან, აღნიშნული 30 წევრიდან, 19 წევრსასევე აქვს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე პროფესიული ნიშნით არჩეულ საარჩევნო მოხელედ მუშაობის გამოცდილებაც. შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (13 წევრიდან 7 ან/და მეტი ხმა), ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნოკომისიის დროებით 1 წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით. დანარჩენ 7 წევრს კი საარჩევნო კოდექსისმე-13 მუხლით განსაზღვრული პარტიები ნიშნავენ. შესაბამისად, სულ 73 საოლქოსაარჩევნო კომისიაში 949 წევრიდან პროფესიული ნიშნით 438 (46%) ცესკოს მიერარჩეული, ხოლო 511 (54%) პარტიების მიერ დანიშნული წევრია.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა გორთან
შემდეგი სტატია{Video} მორიგი დარღვევა და საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტება ამჯერად მარტვილში