“ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროებიდან არის ძალიან საგანგაშო” – კაპანაძე ე.წ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით

რუსი სამხედროები აფხაზეთში რკინიგზას გაიყვანენ

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის სერგი კაპანაძე ე.წ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროებიდან არის ძალიან საგანგაშო.
,,ჩვენ, ბოლო წლებია ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს. როგორც წესი, ინფორმაცია ე.წ აფხაზურ რკინიგზაზე ვრცელდება ხოლმე რუსულ და სომხურ პრესაში და იქ არის ხოლმე იმაზე საუბარი, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართულ მხარესთან. ქართული მხარე კი როგორც წესი, ამაზე უარს ამბობს და არ აღიარებს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს მექანიზმები, რომ ეს გადავამოწმოთ და ხშირად ის ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროებიდან არის ხოლმე ძალიან საგანგაშო. გვინდა, რომ პასუხი გაგვცეს ხელისუფლებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო თვეებში ძალიან ბევრ ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯზე წავიდა ხელისუფლება მათშორის ,,გაზპრომის’’ შეთანხმებაზე და დღემდე ასაიდუმლოებენ ამას. ამიტომ ყველანაირი მოლოდინი და სრული საფუძველი გვაქვს იმის, რომ ვივარაუდოთ ასეთი მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდეს. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი – თუ არ იქნა ბევრი ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესი გათვალისწინებული, ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. ეს დისკუსიები თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. იქ არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც მნიშვნელოვანია. ამ რკინიგზის გახსნა ისე, როგორც ივანიშვილმა თავის დროზე ახსენა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძალიან კატასტროფული შედეგის მომტანია. ბუნებრივია, ამით დაინტერესებულია პირველ რიგში რუსული მხარე და საოკუპაციო რეჟიმი იმიტომ, რომ ეს მათთვის მომგებიანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, გახსნილობა იყოს და ადამიანებს გადაადგილების და დევნილებს დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ და უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმები არსებობდეს. ეს მიზნები თუ მიღწეული იქნება, რა თქმა უნდა ყველაფრის განხილვა შეიძლება,’’-აცხადებს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: “ხუდონჰესი” აშენდება
შემდეგი სტატიაყველაფერი პროკურატურის მხრიდან ცირკს დაემსგავსა