ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი 1980 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა

ჯონ ლენონი პოლიტიკური მუსიკოსი ომის წინააღმდეგ

jon3ჯონ უინსტონ ონო ლენონი ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი — ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი 1980 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა.
იგი ცნობილი გახდა, როგორც მუსიკაში ყველა დროის წარმატებული და კრიტიკოსების მიერ აღიარებული ჯგუფის წევრი.
დაბადებული და გაზრდილი ლივერპულში, ჯონი მოზარდობისას მონაწილეობდა სკიფლის მოძრაობაში. მისი პირველი ჯგუფი, The Quarrymen “ბითლზის” წინამორბედი იყო. მას შემდეგ, რაც 1970 წელს “ბითლზი”დაიშალა, ლენონი სოლო კარიერით დაკავდა და გამოსცა კრიტიკოსების მიერ აღიარებული სხვადასხვა ალბომი, როგორიც არის John Lennon/Plastic Ono Band და Imagine. აგრეთვე აღსანიშნავია სიმღერები Give Peace a Chance და Imagine.
მუსიკალურ ბიზნესს ჯონი 1975 წელს ჩამოშორდა და ძირითადად, ოჯახით იყო დაკავებული. თუმცა, 1980 წელს გამოიცა მისი ახალი დისკი Double Fantasy. ეს მოხდა მის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ.
ლენონმა შეიძინა მეამბოხე პიროვნების იმიჯი. ის აკეთებდა სკანდალურ პოლიტიკურ განცხადებებს და ცნობილია, როგორც მშვიდობის აქტივისტი. 1971 წელს დასახლდა ნიუ-იორკში, სადაც ვიეტნამის ომის კრიტიკის გამო რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაცია ცდილობდა მის დეპორტირებას. ამის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ჯონის სიმღერები ხშირად ჟღერდა ანტისაომარი მოძრაობის ფარგლებში, ჰიმნების სახით.

1980 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 22:50-ზე, როდესაც ლენონი და ონო დაკოტაში მდებარე ბინაში ბრუნდებოდნენ, მათ სადარბაზოსთან დახვდა მარკ დევიდ ჩეპმენი. მან ჯონს ოთხჯერ ესროლა ზურგში. ლენონი გადაყვანილ იქნა ახლოს მდებარე რუზველტის ჰოსპიტალის რეანიმაციაში. 23:07-ზე იგი გარდაიცვალა.მანამდე ლენონმა ჩეპმენის მიერ მიწოდებულ Double Fantasy-ზე ავტოგრაფი დატოვა.

მეორე დღეს ონომ განცხადება გაავრცელა: „ჯონის დასაფლავება არ გაიმართება“. მან იგი დაასრულა სიტყვებით: „ჯონს უყვარდა ადამიანები და მათთვის ლოცულობდა. გთხოვთ, მისთვისაც ილოცოთ. ჰარტსდეილში (ნიუ-იორკი), ფერნკლიფის სასაფლაოზე მოხდა მუსიკოსის ნეშტის კრემაცია. ფერფლი ონომ გაფანტა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, სადაც მოგვიანებით აგებული იქნა ძეგლი „Strawberry Fields“. ჩეპმენი დამნაშავედ ცნეს და მას 20 წელი მიუსაჯეს. 2014 წლისთვის, მიუხედავად რვა აპელირებისა, მან გათავისუფლებაზე უარი მიიღო.

banner
წინა სტატიაშისუს-ი სავარაუდოდ რუსთავი 2-ის თანამშრომლის გადაბირებას ცდილობდა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის სხდომა გაიმართა