ინგა გრიგოლიას მე როგორ გავუშვებდი

ლამბერსექსუალური იმიჯი

RUXADZE“ინგა გრიგოლიას მე როგორ გავუშვებდი, როცა არც არხის გენერალური დირექტორი ვარ და არც მისი პროდიუსერი” – ასე უპასუხა ირაკლი რუხაძემ 2030-ის ჟურნალისტის კითხვას, პირადად მან მიიღო თუ არა გადაწყვეტილება გრიგოლიას “იმედიდან”გათავისუფლების შესახებ. “სელფორდ ჯორჯიას” ხელმძღვანელის განცხადებით, ინგა გრიგოლიას ბოლოს მის გათავისუფლებამდე ექვსი თვით ადრე შეხვდა.

ტელეწამყვანის თქმით, ირაკლი რუხაძე ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც თოქ-შოუ „რეაქციის“ დახურვის გადაწყვეტილების მთავარი მიმღები იყო.

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე სისულელეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მის უკან ხელისუფლება დგას.როგოც რუხაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, კერძო ადამიანია, კერძო ჯგუფს წარმოადგენს და არ აინტერესებს, ხელისუფლება რას ფიქრობს ამ საკითხზე.

„ეს არის ყველაზე დიდი სპეკულაცია და სისულელე. მე ვარ კერძო ადამიანი, კერძო ჯგუფს წარმოვადგენ და საერთოდ არ მაინტერესებს, ხელისუფლება რას ფიქრობს ამ საკითხზე. პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ. ეს თემა არის ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი და არაფერი სხვა“,-აღნიშნა რუხაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიმოწერა კონფიდენციალური იყო
შემდეგი სტატიაპოლიციამ მოსკოვის ცენტრში იპოთეკარების აქცია დაარბია