ინგა გრიგოლია: „საკუთარ არქივებს გადახედეთ, არქივეეეებს!“

ლამბერსექსუალური იმიჯი

კახაააარამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ფოტოსურათი გამოქვეყნდა, რომელიც რიგაშია გადაღებული და რომელზეც, გიგა ბოკერია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ასევე, „მაესტროს“ დირექტორი ბაია გადაბაძე, მედიამკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი დავით პაიჭაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი და სხვა ჟურნალისტები არიან აღბეჭდილნი. ფოტოს საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან აღშფოთება მოჰყვა. „ნაცჟურნალისტები!“ – ასე შეაფასა სოციალური ქსელის მომხმარებლის ნაწილმა ჯანგირაშვილ-გადაბაძის ფოტო.
აღნიშნულ თემას „ფეისბუქში“ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ეხმაურება და წერს:
„გიგა ბოკერიასთან ერთად ნინო ჯანგირაშვილის და ბაია გადაბაძის სურათზე გამახსენდა,ასე რომ იხოკავენ ღაწვებს ვიღაცეები……ნომერი ერთი-სირცხვილია,ჟურნალისტს ,,კომპრომატად,, ჩაუთვალო ფოტო,მით უფრო რომ ისინი რიგის სამიტზე იყვნენ მიწვეულები და არა შიდა ოჯახურ ტუსოვკაზე,ნომერი ორი- მეცინება ისეთ ჟურნალისტებზე,რომლებიც პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ირჩევენ რესპოდენტებს ან ეშინიათ,სურათი გადაიღონ ისეთ პოლიტიკოსებთან ,ვინც ხელისუფლებას ან ადამიანთა გარკვეულ პროცენტს არ უყვარს და ნომერი სამი და მთავარი-საკუთარ არქივებს გადახედეთ და საკუთარ ფოტოებს,რეებს აღმოაჩენთ…..ჟურნალისტი მაშინ ხარ მაგარი,როცა პოლიტიკური სიმპატიის მიხედვით კი არ ურთიერთობ ვინმესთან,არამედ მისი აქტიურობებიდან და შენი საქმისგან გამომდინარე და ბოლოს,ვინც ამ გოგოებს რომ მორალს უკითხავს,მათგან ზოგიერთი ყოფილი ხელისუფლების საარჩევნო კამპანიაშიც იყო ჩართული და კლიპებსაც უმონტაჟებდნენ მათ… ასე რომ,დაოკდით და საქმეს მიხედეთ. რიგის სამიტის ფოტო კომპრომატი არაა!!!!!!!!!! მეცინება ორი დღეა…და ეხლა უცებ მომინდა დამეწერა. საკუთარ არქივებს გადახედეთ, არქივეეეებს!“

banner
წინა სტატიაშიბათუმში 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაჰააგის პროკურორს საქართველოში 27 თებერვალს ელოდებიან