ინდონეზიაში სამგზავრო გემი ჩაიძირა-გარდაცვლილებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან

ინდონეზიის კუნძულ სულავესის სანაპიროსთან სამგზავრო გემმა კატასტროფა განიცადა. უამინდობისა და დიდი ტალღების გამო სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მისვლას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ჯერჯერობით მათ მხოლოდ 23 გადარჩენილი და ორი ცხედარი იპოვეს. ორივე გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვია.

გავრცელებული ცნობით, გემის ბორტზე 108 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიGWP -თბილისში, სასმელი წყლის ფილტრების რეალიზაციის მიზნით, თაღლითური სქემა მოქმედებს
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე: მთავარია, სასამართლო კორპუსი იყოს ერთიანი