ინდოეთში საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ მაყურებელი კინოთეატრში გარდაიცვალა

ინდოეთში საშინელებათა ფილმის ყურების შემდეგ მაყურებელი კინოთეატრში გარდაიცვალა

13ინდოეთის ქალაქ ტირუვანამალაიში, ა 65 წლის მამაკაცი საშინელებათა ფილმის “წყევლა 2” (The Conjuring 2) ყურებისას გარდაიცვალა – ამის შესახებ The Times of India წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხანშიშესული ინდუსი თავის მეგობართან ერთად კინოთეატრში ღამის სეანსზე წავიდა, რომ საშინელებათა ფილმისთვის ეყურებინათ.
კულმინაციისას, მამაკაცმა გულის ტკივილებზე დაიჩივლა, შემდეგ კი გონი დაკარგა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო.
ამის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა მხლებელ მამაკაცს სთხოვეს ცხედარი სხვა საავადმყოფოში გადაეტანა გაკვეთაზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა – მამაკაცი ცხედართან ერთად გაქრა.
პოლიციამ ორივეზე ძებნა გამოაცხადა.

ფილმი “წყევლა 2” 2013 წელს გამოვიდა ეკრანზე და საშინელებათა ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფილმად ითვლება.

banner
წინა სტატიაშირასელ ქროუ პოლონურ გუნდს წარმატებას უსურვებს “ევრო-2016”-ზე
შემდეგი სტატიაჩარლი შინმა შიდსით დაავადების დეტალებზე ისაუბრა