ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მატარებელი რელსებიდან გადავარდა. ბოლო მონაცემებით, სარკინიგზო ავარიის დროს სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები14 გადატრიალებული ვაგონიდან დაშავებულების გამოყვანას ცდილობენ.

ტრაგედია უტარ-პრადეშის პროვინციაში, ქალაქ კანპურთან ახლოს მოხდა. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.თუმცა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ინდოეთში სარკინიგზო მაგისტრალით ყოველდღიურად დაახლოებით 23 მილიონი ადამიანი სარგებლობს. ავარიები კი აზიურ სახელმწიფოში საკმაოდ ხშირი შეთხვევაა. ამის მიზეზი მოძველებული მატარებლები და უსაფრთხოების სუსტი სისტემაა. ყოველწლიურად სარკინიგზო ავარიების შედეგად ათასობით ადამიანი იღუპება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო
შემდეგი სტატიაძლიერმა ქარმა ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა