ინდოეთში გამანადგურებელი მიგ-27 ჩამოვარდა

ინდოეთში გამანადგურებელი მიგ-27 ჩამოვარდა

8ინდოეთის საჰაერო-სამხედრო ძალების თვითმფრინავი მიგ-27 ქალაქ ჯოჯხპურის საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. შენობასთან დაჯახების შემდეგ, თვითმფრინავი აფეთქდა და დაიწვა. ინციდენტის შედეგად ქალაქის სამი მკვიდრი დაშავდა. თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება შეძლო.
გამანადგურებელი სამხედრო სწავლების პერიოდში დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, ვარდნის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.
არსებული ინფორმაციით, პილოტმა ექსტრემალური დაჯდომა ითხოვა, თუმცა, მოტორის გათიშვის გამო ეს ვერ მოახერხა.
ინდური მედია აღნიშნავს, რომ მიგ-27-ები გასული საუკუნის 70-იან წლებში ინდოეთმა საბჭოთა კავშირისგან იყიდა და მათ ექსპლოატაციის ვადა უკვე გაუვიდათ.

banner
წინა სტატიაშიჰოლანდიელს, რომელიც გააუპატიურეს, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს