ინდოეთში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ინდური წყაროების ცნიბით, ინდოეთის ჩრდილოეთით ძლიერი მტვერიანი ქარიშხლის გამო წინასწარი მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 125-მდე გაიზარდა…
ძლიერი სტიქიის გამო უტარ პრადეშის და რაჯასთანის შტატებში ასევე ათეულობით ადამიანიც დაშავდა. მათგან უმრავლესობა, ძლიერი ქარიშხალის და მეხის გამო დანგრეულ საცხოვრებელ სახლებში დაიღუპნენ. ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდიმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯით გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. მოდიმ თავის მესიჯში ასევე დასძინა, რომ დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ. ოფიციალური პირები დაღუპულების და დაშავებულების რიცხვის გაზრდას ისევ ელიან.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი ძალის დემონსტრაციისთვის ემზადება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 1 კვირაში ქურდობის ბრალდებით 12 პირი დააკავა