ინდოეთში 5 ადგილობრივი, დანიელი ტურისტის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

ინდოეთში 5 ადგილობრივი, დანიელი ტურისტის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

7დელის სასამართლომ 5 ბრალდებულს, 2014 წელს 52 წლის დანიელი ქალბატონის ჯგუფურად გაუპატიურებისათვის განაჩენი გამოუტანა. ისინი ასევე, ქურდობაში ცნეს დამნაშავეებად. ბოროტმოქმედებისადმი სასჯელის ფორმა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას 9 ივნისს მიიღებენ.
ქალბატონზე, რომელიც საკუთარ სასტუმროსთან ახლოს დაიკარგა, თავდასხმა 2014 წლის იანვარში მოხდა. მას თავს მამაკაცთა ჯგუფი დაესხა. პოლიციის მონაცემებით, ტურისტი დანის მუქარით გააუპატიურეს და გაქურდეს.

ბრალდებულების განსჯა მოხდება ახალი, გამკაცრებული კანონით. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც დეკემბერში, ავტობუსში 23 წლის სტუდენტის ჯგუფური გაუპატიურება მოხდა, ქვეყნის ხელისუფლება პრობლემას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
მაშინ სტუდენტზე თავდასხმამ მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდავბრუნდეთ, ვიდრე გვიან არაა და ამ „ურაპატრიოტიზმა“ არ წაგვლეკა!
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაია ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს ციხიდან “ქრონიკა+”-ს