ინდოეთის ქალაქ მუმბაიში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – ნანგრევებში 40-მდე ადამიანს ეძებენ

სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, სადაც მჭიდროდ დასახლებულ რაიონში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა, 40-მდე ადამიანი იყოს მოყოლილი. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის პრემიების გაცემის ბრძანება გასცა