ინციდენტი ზვარეში – ხარაგაულში გაფიცვა გრძელდება

ხარაგაულში გაფიცვა გრძელდება. მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიაში დასაქმებული მუშები.

ისინი ადგილობრივებთან ერთად გვიანობამდე იყვნენ შეკრებილი სოფელ ზვარეში. როგორც აცხადებენ, არ განაახლებენ მუშაობას, ვიდრე არ შეიცვლება კომპანის მენეჯმენტი.

შეგახსენებთ, რომ მუშების პროტესტი ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებას მოყვა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან სამი ისევ რჩება საავადმყოფოში.

როგორც ყვებიან, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის წარმომადგენლები ერთ-ერთ ადგილობრივს, ტყეში მოჭრილი ხეების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცემის მუხლით დაწყებული გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამ ბრალდებით ჩინეთის სამი მოქალაქეა დაკავებული.

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი: უგულავას შეიწყალებენ, წერილი იმის ნიშანია, რომ “ოცნებას” გაურიგდა
შემდეგი სტატიაუგულავას წერილის განხილვა – “ენმ” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს