იმპერატორის ძეგლის დადგმით რუსეთმა ისევ შეურაცხჰყო კავკასიელები

DERკრასნოდარის მხარეში ადიღეველებმა კვლავ გააპროტესტეს იმპერატორ ალექსანდრე მეორეს ბიუსტის დადგმა.

როგორც ადიღეველების საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეს იმპერატორია დამნაშავე ჩერქეზების და უბიხების გენოციდში. საქმე ეხება კავკასიის ომის ტრაგიკულ მოვლენებს, რომელიც დასრულდა ამ ეთნიკური ჯგუფების მასიური ამოწყვეტით რუსეთის იმპერიის მიერ.

შავი ზღვისპირეთის ადიღეველ-შაფსუღების საზოგადოებრივი პარლამენტის -ხასეს თავმჯდომარემ მაჯიდა ჩაჩუხამ განაცხადა, რომ „ადიღეველების გაერთიანება წინააღმდეგია ძეგლი იმ ადგილას დაიდგას, სადაც ჩვენი წინაპრების სისხლი დაიღვარა“. მან ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ ბიუსტის დადგმა არ იყო შეთანხმებული ამ რეგიონის ძირძველ მოსახლეობასთან. მან ასევე დაამატა, რომ შავი ზღვისპირეთის ადიღეველ-შაფსუღების ხასე განიხილავს შექმნილ სიტუაციას.

„რასაკვირველია, ძეგლის დადგმა შესაძლებელი იყო, ის ხომ ისტორიული პიროვნებაა, და  რუსეთისთვის ბევრი კარგი გააკეთა. მაგრამ ჩვენი დაღუპული წინაპრების დავიწყებაც არ შეიძლება. არ შეიძლება ჩვენი იგნორირება, თითქოს ჩვენი ხალხი არც კი არსებობდა“ – თქვა ხასეს თავმჯდომარემ.

DERUI

 ალექსანდრე მეორის ძეგლი ნოემბრის ბოლოს, „ქალაქის დღეს“ დადგეს, საზღვაო პორტთან. ბიუსტის გახსნა  მასშტაბური პროექტის „გმირების ხეივნის“ ფარგლებში გაიმართა. ბიუსტის ავტორია მიხეილ სერდიუკოვი.

„ალექსანდრე მეორის მთავარი დამსახურება ის არის, რომ მან წერტილი დაუსვა მრავალწლიან სისხლისმღვრელ ომს და დაიწყო კავკასიის სამეურნეო ათვისება“ – განაცხადა სერდიუკოვმა „კავკაზსკი უზელთან“ საუბარში. – „ჩვენი აზრით, მისი ბიუსტის ადგილი ზუსტად რომ სოჭშია“.

ქალაქის ხელისუფლების აზრით, სოჭში ბიუსტის დადგმა პატრიოტული სულისკვეთების აღორძინებას შეუწყობს ხელს. ბიუსტის პოსტამენზე აკვეთილია იმპერატორის სიტყვები:

„თავისი მნიშვნელობით, გლეხების განთავისუფლება ცხოვრებისეულად აუცილებელია რუსეთისთვის, რადგან ამაზეა დამოკიდებული მისი ძალის და დიდების განვითარება“; „ჩვენს უპირველეს აზრად ყოველთვის და ყველგან იყო ჩვენი საყვარელი რუსეთის კეთილდრეობა“.

 

 განთავისუფლება თუ ამოხოცვა?

 

ქალაქ სოჭის მერის მოადგილე ირინა რომანეცი თვლის, რომ ალექსანდრე მეორე იყო დიდი რეფორმატორი, ამიტომ იმსახურებს ძეგლს ქალაქ-კურორტში. მან ასევე აღნიშნა მისი დამსახურება კავკასიური ომის დასრულებაში:

„მისი მეფობის დროს დასრულდა მძიმე, 47-წლიანი კავკასიური ომი. 1864 წელს მან გაიმარჯვა და ომი დამთავრდა. სწორედ, 1864 წლიდან იწყება კავკასიის შავიზღვისპირეთის ათვისება“.

ყველაზე მძიმე შედეგები ომმა მოუტანა კავკასიის ყველაზე მრავალრიცხოვან ხალხს- ადიღეველებს. დღეს ისინი გაყოფილი არიან ოთხ ჯგუფად: ყაბარდოელები ყაბარდო-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, ჩერქეზები ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, ადიღეველები ადიღეში და შაფსუღები კრასნოდარის ოლქში.

 კავკასიური ომის შედეგად ჩერქეზეთი, როგორც ერთიანი სახელმწიფო, რუქიდან გაქრა, ხოლო ჩერქეზი ხალხი, რომელიც ჩეჩნებზე და დაღესტნელებზე მეტად, კიდევ 5 წელი ებრძოდა იმპერატორის ჯარს, ამოხოცეს. მათ დაკარგეს თავისი ტერიტორიის 9/10, ხოლო გადარჩენილი მოსახლეობის 90% მთელს მსოფლიოში გაიბნა.

ზოგი თემი, მაგ. უბიხები, ხაკუჩები, ჟანეელები მთლიანად იქნა განადგურებული. ასეთი პოლიტიკის წყალობით, 1870 წლისთვის, თავის ისტორიულ სამშობლოში – ყუბანის გაღმა და შავი ზღვისპირეთის სანაპირო ზოლზე, სოჭიდან ანაპამდე ომამდელი მთელი მოსახლეობის    მხოლოდ 2% დარჩა.

 მიზანმიმართული შეურაცხყოფა

SERE

„ადიღე-ხასე – ჩერქეზების პარლამენტი“-ს ყოფილი ხელმძღვანელი, არამბი ხიეპაი კატეგორიული წინააღმდეგია ძეგლის დადგმის: „ჩვენი აზრი სრულიად იგნორირებულია, დაედგათ ძეგლი სანკტ-პეტერბურგში და არა სოჭში, თან იმ ადგილას, სადაც ჩვენი წინაპრების სისხლი დაითვარა. მისი ბრძანებით, 2,5 წელიწადში გაწმინდეს კავკასია ჩვენგან – ჩერქესებისგან“ – თვლის ხიეპაი.

ზოგი ექსპერტის აზრით, კავკასიელი ხალხების ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფად არის  მიჩნეული პიატიგორსკში გენერალ ერმოლოვის ძეგლის დადგმაც.  მართალია, ის  1812 წლის ომის გმირი იყო, მაგრამ ამავე დროს ის ჩრდილოეთ კავკასიის ჯალათად არის მიჩნეული, რომელმაც მასიურად ამოჟლიტა ადგილოვბრივი მოსახლეობა. საბჭოთა დროში, ჩეჩნებმა რამდენჯერმე ააფეთქეს ერმოლოვის ძეგლი გროზნოში.

 მან ასევე აღნიშნა, რომ სოჭში ალექსანდრე მეორის ძეგლის დადგმა ჩერქეზ-ადიღეველების   მიმართ უპატივცემულობის გამოხატავს.

„კავკასიის დამცველებისთვის, ჩერქეზებისთვის არც ერთი ძეგლი არ  არის დადგმულო მთელს კავკასიაში. ჩემი გვარი, რომელიც ცხოვრობდა დღევანდელი ადიღეის ტერიტორიაზე, მთლიანად ამოწყვიტეს“ – განაცხადა ზიეპაი არამბიმ.

 რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ეთნოგრაფის სერგეი არუთუნოვის აზრით, მონარქების, მეფეების, დიდი თავადების, მხედართმთავრების ძეგლები უნდა დაიდგას მათ მშობლიურ ადგილებში ან მათ საფლავებზე.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ არ გააზვიადებდა ალექსანდრე მეორის დამსახურებას, განსაკუთრებით ბატონყმობის გაუქმების საკითხში: „სოჭში არასდროს არ იყვნენ ყმა გლეხები, ამიტომ, გაუგებარია, რატომ დადგეს იქ მისი ძეგლი“ – თქვა სერგეი არუთუნოვმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარი 2005 წლის დონემდე დავარდა
შემდეგი სტატიაბუნტი დრანდის ციხეში