იმერეთში არჩევნებზე ამ დრომდე 12 287 ამომრჩეველი მივიდა

ქალაქ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, იმერეთში არჩევნებზე ამ დრომდე 12 287 ამომრჩეველი მივიდა

კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, 2012 წლის მონაცემებთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია.

“10 საათის მონაცემებით 12 287 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე. 2012 წლის არჩევნებთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი დაბალია. თუმცა, თითქმის ყველა უბანზე მოსახლეობის რიგებია. ამ დროისთვის სულ ორი საჩივარია შემოსული, რომელიც საკონტროლო ფურცელს უკავშირდება. იყო რამდენიმე შემთხვევაც. კერძოდ, 115-ე უბანზე შუქი წავიდა”, – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: რა თქმა უნდა, ხმა მივეცი “ქართულ ოცნებას“
შემდეგი სტატიალევან იზორია: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარების კონკრეტულ ოთხ წლიან გეგმას