იმერეთის რეგიონში წელს 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში 14 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.

თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პრობაციონერები სხვადასხვა სამსახურში დასაქმდნენ.

15 ნოემბერს, იმერეთის პრობაციის ბიუროს წყალტუბოს ოფისის თანამშრომელთა შუამდგომლობით, პურის საცხობში, მცხობელის პოზიციაზე, პრობაციონერმა გ.მ-მ დაიწყო მუშაობა. მისი ანაზღაურება თვეში 900 ლარს შეადგენს.

პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წელს უკვე 142 პრობაციონერი დასაქმდა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოში საქართველოსთვის 2016-2019 წ.წ. სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაპაატა სალია: შესაძლოა უზენაესმა სასამართლომ სააპელაციოში დააბრუნოს