იმერეთის რეგიონში პრობაციონერები დასაქმდნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, იმერეთის რეგიონში ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. იმერეთის პრობაციის ბიუროს დახმარებით, საჩხერესა და ტყიბულში აღრიცხვაზე მყოფ პრობაციონერებს სტაბილური შემოსავალი გაუჩნდათ.
იმერეთის პრობაციის ბიურომ ინდივიდუალურად შეისწავლა თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, პრობაციონერები სხვადასხვა სამსახურში (პურის საცხობი და მაღაზია) დასაქმდნენ. მათი გამომუშავება თვეში, საშუალოდ, 250–დან 500 ლარამდე იქნება.

პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 156 პრობაციონერი დასაქმდა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი – 553 პირობით მსჯავრდებულია დასაქმებული.

banner
წინა სტატიაშიერაყის მთავრობის განაცხადებით აღმოსავლეთ მოსული ექსტრემისტებისგან განთავისუფლებულია
შემდეგი სტატიარუსეთმა სირიისთვის ახალი კონსტიტუცია მომზადა