იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

gggg_3„კვირას“ ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ჩიხლაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ჩიხლაძის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვანო პაპიაშვილმა თანამდებობა დატოვა. შს სამინისტროს ცნობით, უწყებაში მიმდინარეობს როტაცია, რომლის ფარგლებშიც პაპიაშვილი სხვა თანამდებობას დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო უბანთან ძალადობა ან ძალადობის მუქარა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება
შემდეგი სტატიასკანდალური ვიდეოს შემდეგ ზვიად სიჭინავას პირველი ინტერვიუ ვრცელდება