იმედია, ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, ჰერბერტ ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„ვიზიარებ შეშფოთებას ბატონი ზალბერის განცხადებასთან დაკავშირებით და იმედია, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება ამ განცხადებაზე“, – განაცხადა ვარშავაში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე-სააკაშვილის მსგავსება? – “სხვა სახელმწიფოში მას ამისთვის გადააყენებდნენ”
შემდეგი სტატია“ეს არის მისი პირადი რეპლიკა” – ნატალია საბანაძე ჰერბერტ ზალბერის განცხადებას ეხმაურება