იმედია რომ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ – უჩა ნანუაშვილი “რუსთავი 2”-ის საქმეზე

სახალხო დამველი უჩა ნანუაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დანიშნული რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართება. სახალხო დამცველის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს.

„სასამართლომ, რა თქმა უნდა, უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დარჩეს ვინმეს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მიღებული საბოლოო ჯამში, იმედს გამოვთქვამ, რომ პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ და ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მანამდე არსებობდა, წინა ინსტანციების სასამართლო განხილვების დროს, პასუხი გაეცემა და იმედი მაქვს, რომ საქართველოში არასდროს არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ მედიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხი და მედია იქნება ყოველთვის მრავალფეროვანი,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი მამალაძე: ყველაზე მეტი სათქმელი მამა გიორგის აქვს, რომელმაც, ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს
შემდეგი სტატია“ვისურვებდი, რუსთავი 2-მა შეინარჩუნოს ოპოზიციური ხმა” – იან კელი