იმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს – იური ლუცენკო

იმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს - იური ლუცენკო

იური ლუცენკოუკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო, მიიჩნევს, რომ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს მისი დაპატიმრების საქმესა და ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა და არსებულ საქმეებზე პარალელებიც გაავლო.

„მე მაშინვე ვთქვი, რომ ეს საქმეები იყო აბსულუტურად იდენტური. იანუკოვიჩს ეშინოდა ჩემი და ტიმოშენკოსი და ჩაგვსვა ჩვენ ციხეში, რათა გაენადგურებინა ქვეყნის სუვერენიტეტი, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჰქონდა მიზნად საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის შემთხვევაშიც. ეს დღეს უკვე არის იურიდიულად დამტკიცებული ევროსასამართლოს მიერ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და თავად მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. მე არ გავავლებ პარალელებს იანუკოვიჩსა და ივანიშვილს შორის, ეს ჩემი კომპეტენცია არაა, ეს ქართველი ხალხის კომპეტენციაა,“ – განაცხადა იური ლუცენკომ.

ლუცენკომ ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის რევოლუციურ დასასრულზეც და იმედი გამოთქვა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეს საქართველოში რევოლუციური პროცესები არ მოჰყვება.

„იანუკოვიჩი მიიჩნევდა, რომ ყველაფერი იყო კარგად და ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა მისთვის და მისი პოლიტიკური სისტემისთვის. ადამიანებმა არ მოითმინეს უკანონობა, ქვეყნის სუვერენიტეტის რუსეთისთვის მიყიდვა და გამოვიდნენ მაედანზე და დაიცვეს კანონი და სამართალი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მწარე გაკვეთილი ყველა ქვეყნისთვის და საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს იმას, რაც მე შევძელი მხოლოდ რევოლუციის შემდეგ. იმედი მაქვს, ვანო მერაბიშვილთან მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას სოციალური რყევების გარეშე,“ – განაცხადა ლუცენკომ.

https://youtu.be/L-7KUb83Jls

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ბიძინა ივანიშვილმა დღეს ვერ მიჯირყვნა ჟურნალისტები
შემდეგი სტატიაეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ნაციონალური მოძრაობისთვის და ძალიან მძიმე პოლიტიკური ტვირთია ქართული სახელწმიფოსთვის