ზურაბ ტყემალაძე: იმ შემადგენლობის პარტიებთან, რომლებიც კოალიციაში მონაწილეობდნენ, კოალიციას არ ვაკეთებთ

პრაქტიკულად, კოალიცია უკვე დაშლილია – განცხადებას ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მრეწველებიდან ზურაბ ტყემალაძე აკეთებს და აცხადებს, რომ მრეწველები არჩევნებში მონაწიელობას დამოუკიდებლად მიიღებენ.

„პრაქტიკულად, კოალიცია უკვე დაშლილია. დაშლილია იმიტომ, რომ გასული არიან „რესპუბლიკელებიც“, „ფორუმიც“, გასულია თავის დროზე, ალასანია და ასე შემდეგ. რაც შეეხება 2016 წელს, ჩვენ იმ შემადგენლობის პარტიებთან, რომლებიც კოალიციაში მონაწილეობდნენ, კოალიციას არ ვაკეთებთ და ვღებულობთ დამოუკიდებლად მონაწილეობას. რაც შეეხება უმრავლესობას დარწმუნებული ვარ რომ შენარჩუნდება, ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ქუთაისის პერსპექტივას მეტი სტიმული სჭირდება, ვიდრე პარლამენტის აქ არსებობაა
შემდეგი სტატიაზუგდიდის მუნიციპალიტეტში 14 დევნილი ოჯახისათვის სახლები აშენდა