“იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს „ჩვენი საქართველო აქ არისო“, მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა წინასაარჩევნო პროგრამა დღეს ზუგდიდის მოსახლეობას გააცნეს. ადგილობრივებს სიტყვით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერიმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ მიმართა:

“ამ მთავრობის დამსახურება არაფერი არ არის. და იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს „ჩვენი საქართველო აქ არისო“, მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები. იმ კლიპში ჩანს ჩვენი საქართველო, რომელსაც ღმერთმა ასე უხვად მისცა სილამაზე, ჩანს ჩვენი აშენებული გზები და ქალაქები. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, მე არ ვიცი, სადაა მთავრობის საქართველო, მაგრამ აქ ჩვენი საქართველოა, ის ქვეყანა, რომლის შენებაც დავიწყეთ 2004 წელს, სადაც არც გზა იყო, არც შუქი, არც პენსია… აი, ეს იყო 2004 წელს ჩვენი საქართველო და ის ჩვენ 2012 წლამდე ფეხზე დავაყენეთ. ამ ჩვენს საქართველოს დღეს ფეხზე დაყენება და შველა ისევ სჭირდება და მას 8 ოქტომბერს ისევ ვუშველით, ისევ ფეხზე დავაყენებთ და ისევ წინ წავიყვანთ. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების“, – მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს.

banner
წინა სტატიაში“სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, დაკეტილი სივრცის ეშინია, იცის ეს კარგად, რომ ეგრევე შეიყვანენ”- ივანიშვილი სააკაშვილზე
შემდეგი სტატია“ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მიზნით უკვე პირდაპირ ხდება პაატა ბურჭულაძის მოძრაობის გაიგივება ნაციონალურ მოძრაობასთან”