ილია მეორის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდება.

როგორც პირველ არხს საპატრიარქოდან განუცხადეს, რიგით 52-ე საყოველთაო ნათლობა 21 იანვარს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.

კვირას, ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება და მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცემათ.

20:00 საათისთვის კი ტაძარში უწმინდესი მიბრძანდება და საკუთარ ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 33 934 ნათლული ყავს, ისინი ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პირველად პატრიარქის ინიციატივით, საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა, რომლის მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობს გაუმჯობესებაა.

banner
წინა სტატიაშისემეკ-მა კომპანიების მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლინა
შემდეგი სტატიამეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებს 15 მარტამდე ვერ მოემსახურება