ილია მეორე საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის.

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 39-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას დღეს მეუფე დანიელი აღავლენს. ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება.

“პატრიარქი შეუძლოდ გახდა, თუმცა იგი ამ დროისთვის საპარტიარქოში იმყოფება და საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის”-აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში

banner
წინა სტატიაშითქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 39 წლისთავს
შემდეგი სტატიაარასრულწლოვან მსჯავრდებულებს ხეზე კვეთის კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ