ილია მეორე-მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს დაპყრობა საქართველოსი

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებსმოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს დაპყრობა საქართველოსი – ასე მიმართა სრულიად საქართველოსი კათოლიკოს-პატრიარქმა სამებაში შეკრებილ მრევლს.

ილია მეორემ საკვირაო წირვა მღვდელმთავრებთან ერთად ჩაატარა და საზოგადოებას ქადაგებით მიმართა.

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი იოანე მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. პატრიარქმა წმინდანის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა იოანემ გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია.

“მართლაც საოცარია განგება ღვთისა, ერი უნდა იყოს ღვთისა, რომ მისგან აღამაღლოს რჩეული ერისა. ასეთი რჩეული იყო იოანე, მხედართმთავარი საქართველოს ჯარისა, რომელმაც გადაწყვიტა წასულიყო ათონის მთაზე და მიეღო ბერობა. წმინდა იოანე განსაკუთრებულია, მან უხელმძღვანელა ჯარს და გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია”, – განაცხადა უწმინდესმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის ავტომაგისტრალზე ავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა და ამოტრიალდა – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაექსკლუზივი: თემქაზე ახალგაზრდა სპორტსმენი დაჭრეს