ილია მეორე გიორგი მამალაძის ძმას – რატომ ამბობთ, რომ გიორგი მამალაძე ჩემთან ღამე რჩებოდა, უნდა გეშინოდეთ ღმერთის, როცა ამას ლაპარაკობთ

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს უსაყვედურა, რატომ საუბრობენ, თითქოს დეკანოზი გიორგი მამალაძე ისე ახლოს იყო პატრიარქთან, რომ მასთან ღამე რჩებოდა.

პატრიარქმა გიორგი მამალაძის ძმას თორნიკე მამალაძეს მიმართა.

„ორშაბათის გაზეთში იყო თქვენი ინტერვიუ. პატრიარქთან რჩებოდაო ღამე მამა გიორგი. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ყოველ დღე და ღამე და თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო, კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა? ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო, რაც თავში მოგადგება უნდა განსაჯო, გააანალიზო. პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იმ აუდიოჩანაწერში საუბრობს, რომელიც საპატრიარქომ დღეს გაავრცელა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მასთან რჩება სამი ადამიანი: დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე : ჩემთვის ცის ჩამოვარდნა იყო, როდესაც მამა გიორგის დაკავების შესახებ შევიტყვე
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი აშშ-ში შეხვედრებს გამართავს