ილია მეორე დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე დღეს ზაზა სარალიძეს შეხვდება.

საპატრიარქოს ცნობით, ზაზა სარალიძეს ილია მეორესთან შეხვედრაზე 16:00 საათზე ელოდებიან.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა.

“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუ საშუალება იქნება, 16:00 საათზე შევხვდე ჩემს სულიერ მამას. მე მას მარტო შევხვდები და, რა თქმა უნდა, ჩემს შვილსა და ოჯახზე ვისაუბრებთ. აქცია მანამ დარჩება ძალაში, სანამ ჩემი შვილის მკვლელები, მკვლელებზე ხელის დამფარებლები, საქმის გამყალბებლები და ამ სისტემის მფარველები არ დაისჯებიან. ძალაში რჩება პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნა, რადგან სისტემას ეგენი მფარველობენ. ეს პრობლემა უკვე მოგვარებული უნდა იყოს. მე მივდივარ ჩემს სულიერ მამასთან არა იმაზე, რომ შეთანხმებებზე წავიდეთ, არამედ გავუზიარო ჩემი გაჭირვება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში თურქი ბიზნესმენის სატვირთო ავტომანქანა გაძარცვეს
შემდეგი სტატიაამ ერთ კაცს ებრძვის მთელი სისტემა, ებრძვის ყველაფრით – ჭორებით, ცილისწამებით, მუქარით, დაშინებით, ხალხის მოგზავნით