ილია II: გიორგი ხუციშვილის შემოქმედება სიკეთეს თესავს

საქართველოს პატრიარქმა  ილია მეორემ  გიორგი ხუციშვილის შემოქმედება შეაფასა.

“გიორგი ხუციშვილი იმ გამორჩეულ პიროვნებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელნიც სიცოცხლეს ამ ქვეყანაზე კვლავ აგრძელებენ. მისი შემოქმედება სიკეთეს თესავს და სითბოთი, სიყვარულითა და სინანულით განაწყობს მსმენელს. აღვავლენთ ლოცვებს გიორგის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაწესოს იგი, ხოლო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ”, – წერია პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის განცხადებით, მარნეულის მერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო