ილჰამ ალიევი: ყველა კონფლიქტი ქვეყნების სუვერენიტეტის და საზღვრების დაცვის პრინციპით უნდა მოგვარდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ ურთიერთობს ყველა სფეროში. როგორც ალიევმა საქართველოს პრეზიდენტ , გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო და აზერბაიჯანი საერთაშორისო პროექტების ფარგლებშიც თანამშრომლობენ.

“ყველა საკითხში და განსაკუთრებულად ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთიანი პოზიციით გამოსვლით ძალიან ნაყოფიერი ნიადაგია შექმნილი.

ყველა კონფლიქტი, მათ შორის აზერბაიჯანში და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტი ქვეყნების სუვერენიტეტის და საზღვრების დაცვის პრინციპით უნდა მოგვარდეს. წლებია, აზერბაიჯანის ძირძველი და ისტორიული მიწა, მთიანი ყარაბაღი არის ოკუპირებული, სამწუხაროა, რომ ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანზიაცია ჩართულია ამ საკითხში”, – განაცხადა ალიევმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ურთულეს მომენტებშიც ვაჩვენეთ, რომ სატრანზიტო ფუნქციის ერთგულები ვართ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გამიჭირდება იმაზე საუბარი თუ რას აპირებს რუსეთი ან რა გეგმები აქვს