მილანის ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა -ამის შესახებ ინფორმაციას Rainews-ი ავრცელებს . შედეგად ათი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 01:30 საათზე დაფიქსირდა. სააგენტო “ანსა”-ს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბარი დაკეტილი იყო. დაშავებულები იმავე შენობაში მცხოვრებნი არიან. აფეთქების შემდეგ გაჩნდა ხანზარი. შენობიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა – ამ დროისთვის ყველა მათგანი დაბრუნებულია სახლში.
ჯერჯერობით დაუდგენელია მომხდარის მიზეზები. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ აფეთქება მოწყობილი იყო.