იყოს მომზადებული, რომ არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ინტერესი ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის

საქართველოს პრეზიდენტი მზად არის რუსეთის პრეზიდენტს შეხვდეს

https://youtu.be/8mpu03dmeB8იყოს მომზადებული, რომ არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ინტერესი ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ხელმძღვანელს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას ურთულესი მისიის შესრულებაში წარმატებები უსურვა.

”სიმბოლურია, რომ გიორგობას ჩვენ ვატარებთ ქართულ ჯართან ერთად. იმ ხალხთან, ვინც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩვენი ერის და წარსულის სიმბოლოს – ძალით, სამხედრო ღირსებით და რწმენით სიკეთის მიერ ბოროტების დამარცხებას. დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი შეიარაღებული ძალების კონსტიტუციური განვითარების მემკვიდრეობითობის გაღრმავების თვალსაზრისით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართა და აღნიშნა, რომ ის ძალიან რთული მისიის შემსრულებელი ხდება.

”ბატონო გენერალო, თქვენ ხართ ერთდროულად შთამომავალი იმ საოცარი მხედრული ტრადიციებისა, რომელმაც ჩვენი სამშობლო ურთულეს გარემოში საუკუნეები ატარა. თქვენ იმ ჯარისკაცების ხელმძღვანელი ხართ, ვინც ღირსებით ატარა საქართველოს დროშა, როგორც ავღანეთში, ასევე სხვა მისიებში. ამავე დროს თქვენ ხართ ურთულეს რეგიონში ურთულესი ამოცანების წინაშე მდგარი სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსი. მთავარია მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავარია ჩვენი შეიარაღებული ძალები ისე იყოს მომზადებული, რომ არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ინტერესი ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის. მჯერა, თანამებრძოლებთან ერთად ამ მნიშვნელოვან მისიას წინ წაწევთ და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორი, ჩვენი საერთო თანამებრძოლი იქნებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ვაზიანში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ვახტანგ კაპანაძის მიერ გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთვის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიხვალ თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა გადაიკეტება
შემდეგი სტატიალევან იზორია : ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია