იყო თუ არა ობამა-პუტინის 20-წუთიანი შეხვედრა კონსტრუქციული?

პესკოვი: თეთრი სახლის მიერ პუტინის კორუფციაში დადანაშაულება შეურაცხმყოფელია

putin_i_peskov_0არარეალურია, რომ პუტინის და ობამას შეხვედრა გარდამტეხი აღმოჩნდეს, რადგან აზრთა სხვადასხვაობა დარჩა, მაგრამ არებობს იმის გაგება, რომ დიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს, განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტი პესკოვმა.
„აბსოლუტურად არარეალისტურია, ალბათ, იმის მოლოდინი, რომ ოცწუთიანი შეხვედრა შეიძლება გამხდარიყო გარდამტეხი ორმხრივ ურთიერთობებში. ორმხრივი ურთიერთობები ისეთია, როგორიც არის. უთანხმოებაც ისეთივეა, როგორიც გვაქვს. ამავე დროს, იმის შეგნება, რომ დიალოგი აუცილებელია თუნდაც იმ პრობლემების ირგვლივ, რაც დღეისთვის არსებობს, ესეც ისეთივეა, რაც დღეს გვაქვს“ – უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, თუ როგორ აფასებენ პრეზიდენტების, ობამას და პუტინის შეხვედრას კრემლში და შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს გარდამტეხად მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთობებში.
„ამიტომ, ვფიქრობ, მცდარია აზრი, რომ 20 წუთში შეიძლება შეცვალო ორმხრივი ურთიერთობები. რასაკვირველია, ეს შეუძლებელია, მაგრამ თვითონ საუბარი ატარებდა კონტრუქციულ ხასიათს“ – დაამატა პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშიობამამ პუტინს მოსთხოვა, გამოიყვანოს ჯარები დონეცკიდან
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდს მისივე წერილი შემოუბრუნდა