“იყო საკმაოდ მძაფრი კონკურენცია”, – ნაციონალური მოძრაობა ახალ სახეებს წარადგენს

ახალი სახეებით დაკომპლექტებულ საარჩევნო სიის პირველ ათეულს ნაციონალური მოძრაობა დღეს დაასახელებს. ამ თემაზე პოლიტიკური საბჭო გუშინ 6 საათზე მეტ ხანს მსჯელობდა. უკვე დაზუსტებულია, რომ პირველი ნომერია დავით ბაქრაძე. წინასწარი ინფორმაციით ათეულში სავარაუდოდ იქნებიან ასევე ელენე ხოშტარია, სალომე სამადაშვილი, რომან გოცირიძე, სერგი კაპანაძე, ნიკა მელია, გიორგი ტუღუში, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე და სერგო რატიანი.

“დღეს დავით ბაქრაძე საზოგადოებას წარუდგენს იმ ახალ პროფესიონალ ადამიანებს, რომლებიც უერთდებიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, უერთდებიან იმ აქტიურ პროცესს რომლის შედეგადაც 8 ოქტომბერს ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს მილიარდერი, რომელმაც გასული 4 წელი გაატარა პირადი სიამოვნების მიღებაში და სრულად დაივიწყა დაპირებები“, – განაცხადა აბესაძემ.

ასევე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სერგო რატიანის თქმით,  სიის შედგენის ერთ-ერთი პრინციპი იყო განახლება.

“ჩვენ შევადგინეთ პრინციპები და ეს პრინციპები არის სრულიად დემოკრატიული.  ყველა რეგიონმა თავად აირჩია თავისი დელეგატები და ეს იყო სწორედ სიის ფორმირების პრინციპებში გაწერილი. იყო საკმაოდ მძაფრი კონკურენცია. ასევე ჩვენი ერთ-ერთი პრინციპი იყო განახლება, ახალი ფიგურების შემოყვანა”, – აღნიშნა რატიანმა.

 

banner
წინა სტატიაში“გამამტყუნებელ განაჩენს არ ჰქონდა ალტერნატივა”
შემდეგი სტატიანაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების გამოუყენებლობაში ადანაშაულებს