“იყავი საუკეთესო”: მელანია ტრამპმა ბავშვების დახმარების პროგრამა დაიწყო

აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლემ, მელანია ტრამპმა კამპანიის დაწყება დააანონსა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები შეისწავლიან სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებს. პროგრამას “იყავი საუკეთესო” (Be Best) ცხოვრების ჯანმრთელი წესის დანერგვას, სოციალური ქსელების სწორად გამოყენებისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს – მელანია ტრამპმა თქვა. “ჩვენი თაობის მორალური ვალდებულებაა ინიციატივის გამოჩენა და ჩვენი ბავშვების დახმარება” – თქვა პირველმა ლედიმ თეთრი სახლის ვარდების ბაღში.
“როგორც ვიცით, სოციალური ქსელები დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენენ ჩვენს შვილებზე, მაგრამ სამწუხაროდ, გავლენა, უფრო მეტად ნეგატიურია. როცა ბავშვები ადრეული ასაკიდან მიიღებენ ინტერნეტში სწორად მოქცევის უნარებს, ჩვევებს, თუ როგორ გამოიყენონ პროდუქტიულად სოციალური ქსელები, ეს მათ დაეხმარება”.
აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლემ ადრეც ისაუბრა ინტერნეტ-ბოულინგზე. თებერვალში ის გამოვიდა მოწოდებით, სოციალურ ქსელებში განავითარონ ისეთი ღირებულებები, როგორიც სიკეთე, თანაგრძნობა და პატივისცემაა.

გარდა ამისა, ვარდების ბაღში გამოსვლისას პირველმა ლედიმ ბავშვებისა და მოზარდების დასახმარებლად სხვა ინიციატივებზეც ისაუბრა. პირველი ლედის პოზიციაზე ის დიდ ყურადღებას მიაქცევს ბავშვთა განვითარების პროექტებს, ჩვილთა დახმარებას, ნარკოტიკებისგან დაზარალებულე მოზარდებს, რომელთა მშობლები ნარკოდამოკიდებულები არიან, და სხვა. “ისინი ჩვენი მომავალი არიან. მინდა მათ დავეხმაროთ და ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ნაწილი, ჩვენი შვილები დავიცვათ” – თქვა მან.
დონალდ ტრამპა, რომელიც პირველ რიგებში იჯდა, მელანია ტრამპს მადლობა გადაუხადა საუკეთესო ინიციატივებისათვის და ხელი მოაწერა დებულებას, რომლის თანახმადაც, 7 მაისი საუკეთესოდ გახდომის დღედ გამოცხადდა. “დღეს ჩვენ პირობას ვდებთ საუკეთესოები გავხდეთ – ჩვენი შვილების, ჩვენი საოგადოებისა და ჩვენი სამშობლოს გამო” – თქვა პრეზიდენტმა.

გამოსვლის დასრულების შემდეგ მელანია და დონალდ ტრამპი ხელიხელჩაკიდებულები დაბრუნდნენ თეთრ სახლში.

banner
წინა სტატიაშიკანის ფესტივალზე სელფის გადაღება აკრძალეს
შემდეგი სტატიატრამპმა ატომური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა