“იყავი როგორც ბილი” – ავსტრალიის პოლიციამ ინტერნეტ-მემზე ძებნა გამოაცხადა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 25, 2016 16:52

“იყავი როგორც ბილი” – ავსტრალიის პოლიციამ ინტერნეტ-მემზე ძებნა გამოაცხადა

მნიშვნელოვანი

  • "იყავი როგორც ბილი" - ავსტრალიის პოლიციამ ინტერნეტ-მემზე ძებნა გამოაცხადა

სხვა სტატიები

"იყავი როგორც ბილი" - ავსტრალიის პოლიციამ ინტერნეტ-მემზე ძებნა გამოაცხადაავსტრალიის შტატ ქვინსლენდის პოლიციამ ცნობილი ინტერნეტ-მემის “იყავი როგორც ბილი”-ის (Be Like Bill) გმირზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადება დღეს, 25 იანვარს გამოჩნდა ადგილობრივი განყოფილების ფეისბუქ გვერდზე. პოსტმა რამდენიმე საათში 120 ათასი ლაიქი დააგროვა.
“ქვინსლენდის პოლიცია ეძებს მამაკაცს, საშუალო სიმაღლის, შავი ქუდით, უცხვიროს, რომელიც უკანასკნელი ხნის მანძილზე ადამაინებს აწუხებს სოციალურ ქსელში და ამბობს, რომ ქვია ბილი” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მომხმარებლები იუმორით შეხვდნენ პოლიციის პოსტს. “ავსტრალიის პოლიცია თემაშია. ავსტრალიის პოლიცია ჭკვიანია. იყავი, როგორც ავსტრალიის პოლიცია” – იხუმრა ელენ კუნანმა.
“ფრთხილად, შესაძლოა ბილს მიმდევრები ყავს. გავიგე, რომ ისინი ხალხს ბილის სიტყვებით ესაუბრებიან”- დაწერა ლუიზა ლეიტონმა. “აღწერიდან გამომდინარე, მგონია, რომ ავსტრალიის პოლიცია მაიკლ ჯექსონს ეძებს. ის ხომ მოკვდა?” – წერს რაიან ბორსბუმი.

მემი “იყავი როგორც ბილი” ინგლისურენოვან ქვეყნებში 2015 წლის ბოლოდან გახდა პოპულარული. 2016 წლიდან კი ის ბევრმა ქვეყანამ საკუთარ ეროვნულ გმირს მოარგო. საქართველოში ბილს ჯემალა დაარქვეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 25, 2016 16:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics