„იგრძენით განსხვავება!“ – რომან გოცირიძე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ რუსეთი კიევში დაგეგმილ „ევროვიზიაში“ მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მისმა კონკურსანტმა კანონი დაარღვია და ოკუპირებულ ყირიმში იმრეა.

გოცირიძე ამ ყოველივეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ადარებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში:

„რუსეთი წლევანდელ ევროვიზიაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კიევში ჩატარდება.

მიუხედავად ევროვიზიის ორგანიზატორების და რუსეთის პროტესტისა, უკრაინის ხელისუფლებამ არ მისცა რუს მომღერალს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. მან დაარღვია კანონი და იმღერა ოკუპირებულ ყირიმში.

ჩვენი ხელისუფლება კი არად აგდებს საკუთარ კანონებს, ხელს უწყობს კანონდამრღვევ რუსულ კომპანიებს იმოქმედონ საქართველოს ტერიტორიაზე, აფინანსებენ რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს( ბედუკაძის კანტორა, ”ბუტკა” ტელევიზიები და ა. შ. ), უფრო მეტიც, მიდის საუბარი იკუპაციის შესახებ კანონის ”შერბილებაზე”.

იგრძენით განსხვავება!“, – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაში“ახლაც არ გააჩერებს დედაშენი გაზეთს” – კილაძის შვილის ჩვენება
შემდეგი სტატია„საქართველოს მიზანი ნატო-ს წევრობაა“ – სტოლტენბერგი