აქციაზე სერიოზული პროვოკაცია მზადდება – ამის შესახებ განცხადებას ზვიად კუპრავა აკეთებს და ამბობს, რომ ინფორმაცია მას თინა ხიდაშელის ძმამ მიაწოდა, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანია. კუპრავა დეტალებზე ვერ საუბრობს და ადგილზე გამომძიებლების მისვლას და ოფიციალურ დაკითხვას ითხოვს. კუპრავა ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის დეტალებს მხოლოდ გამომძიებლებს მიაწვდის.
“არის დაჭრაზე ლაპარაკი. ამ ადმიანმა თქვა, რომ აპირებენ დაჭრას.(ზაზა სარალიძის). დროულად მოვიდნენ შსს-ს წარმომადგენლები, ასევე დაიბარონ ხიდაშელის ძმა და დაკითხონ ისიც” განაცხადა კუპრავამ გადაცემაში “აქცენტები” და დასძინა, რომ ეს არის სუს-ის დაგეგმილი ოპერაცია, და შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება, სწორედ ამას უკავშირდება.