იეთიმ გურჯის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

xxxxx

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებმა იეთიმ გურჯის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი დროულად ჩააქრეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ იეთიმ გურჯის ქუჩაზე იწვოდა იტალიური ტიპის 3 სართულიანი საცხოვრებელი სახლი.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

https://www.youtube.com/watch?v=vSnc5NUziyc&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ თბილისს “ანტირუსული გამოხტომების” მკვეთრ გააქტიურებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასამხედრო რეზერვის კონცეფციას თავდაცვის სამინისტრო ივნისში წარადგენს